როსტბიფი - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » როსტბიფი
4:00 PM
როსტბიფი
როსტბიფი

აიღეთ საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი, უკეთესია სუკი, გარეცხეთ, მოაცალეთ ძარღვები და ზედმეტი სიმსუქნე, მოაყარეთ მარილი. მთლიანი ნაჭერი დადეთ ცხიმიან ცხელ ტაფაზე და დადგით ცეცხლზე შესაწვავად.

ხორცი ოდნავ რომ შეიწვება, შედგით ცხელ ღუმელში და გააჩერეთ მანამდე, სანამ მთლიანად მზად არ იქნება. შეწვის დროს ათ–თხუთმეტ წუთში ერთხელ დაასხით თავისივე წვენი. როცა შეიწვება, გამოიღეთ ღუმელიდან, დაჭერით თხელ ნაწრებად, დაალაგეთ ლანგარზე და შემოუწყეთ შემწვარი კარტოფილი, მოშუშული სტაფილო ან რაიმე სხვა საკაზმი (გარნირი).

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 322

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ