როტერდამული ნატეხები - 5 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » როტერდამული ნატეხები
6:15 PM
როტერდამული ნატეხები
როტერდამული ნატეხები
მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

4 ნაჭერი თეთრი პური, 4 ნაჭერი შაშხი, 4 ნაჭერი ყველი „გაუდა" ან კისტრომული, 40 გრ. კარაქი, 1 ჩ/კ მზა მდოგვი, 2 ც. პომიდორი, 2 ს/კ დაჭრილი ოხრახუში და კამა, გაფქული წითელი წიწაკა – გემოვნებით.

მომზადების წესი:
პურის ნაშრები შეწვით კარაქის ნაწილში, წაუსვით მდოგვი, შემდეგ დარჩენილი კარაქი, დაადეთ თითოეულზე შაშხის, ყველის და პომიდორის ნაჭრბი, მოაყარეთ წიწაკა. შედგით 200°С -მდე დახურებულ ჰაერღუმელში 8-10 წუთით. ბუტერბროდის მზაობას მიგახვედრებთ ყველის დნობის დაწყება. სუფრაზე გატანის წინ მოაყარეთ მწვანილი.

ულუფის რაოდენობა: 4; მომზადების დრო: 25 წუთი

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 326

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ