სააღდგომო სუფრა - 31 მარტში 2010 - fashion
მთავარი » სააღდგომო სუფრა
3:22 PM
სააღდგომო სუფრა
სააღდგომო სუფრა
სააღდგომო სუფრა

წითელი კვერცხი

კვერცხი, სასურველია, ბუნებრივი საღებავით შეიღებოს. საუკეთესო საშუალებაა ენდრო. ერთი შეკვრა ენდრო კარგად გარეცხეთ, დაჩეჩქვეთ, დაასხით 1-1,5 ლიტრი წყალი, ჩაყარეთ 2-3 ხახვის გარეთა ფურცელი, 1 ჩაის კოვზი მარილი, დადგით ცეცხლზე და 15-20 წუთი ადუღეთ. კარგად რომ გაცივდება, ჩააწყვეთ 20 კვერცხი (თუ ბევრს ერთად მოხარშავთ, კარგად არ შეიღებება და შეიძლება დასკდეს კიდევაც). თუ წყალმა კვერცხი ვერ დაფარა, ჩაამატეთ, რამდენიც საჭიროა და 20-25 წუთი ხარშეთ ნელ ცეცხლზე, შემდეგ ფრთხილად ამოიღეთ, ცივ წყალში გადააწყვეთ და ათიოდე წუთი დატოვეთ (ასე გაციებული კვერცხი ადვილად გაიფცქვნება).

პასკა

15 კვერცხი და 1,5 კგ შაქრის ფხვნილი ავურიოთ, გავაკეთოთ გოგლიმოგლი, დავამატოთ 300 გ გამდნარი თბილი ერბო (უმჯობესია შინაური ერბო), 200 გ გამდნარი თბილი კარაქი. ყველაფერი ეს კარგად ავთქვიფოთ, დავამატოთ 200 გ არაჟანი და 0,5 ლ (1 ქილა) მაწონი.
ცალკე გავაკეთოთ: 3-4 სუფრის კოვზი მშრალი საფუარი გავხსნათ 1ჭ თბილ წყალში, დავასხათ 1ლ თბილი რძე, ცოტა მარილი, 1 სუფრის კოვზი შაქრის ფხვნილი, იმდენი ფქვილი, რომ გამოვიდეს ნაზი ცომი. დავდგათ თბილ ადგილას აფუებამდე.
მომზადებული მასა ჩავასხათ გამზადებულ ცომში და დავიწყოთ ცომის ზელა. ზელის დროს ვაყაროთ ფქვილი. სასურველია ვზილოთ 1 სთ, დროდადრო ხელი უნდა ვასველოთ ზეთში. ცომი მზადაა მაშინ, როცა ხელზე აღარ გვეკრობა. ცომის გამზადებამდე 10-15 წუთით ადრე მას ვამატებთ 1 ჩაის კოვზ ვანილს, 1 ჩაის კოვზ გასრესილ მუსკატის კაკალს, 5 ც მიხაკს, 10 ც ილს - გახეხილს, ორ ქერქიანად გატარებულ ლიმონს. სასურველია 500 გ ქიშმიშიც. ამის შემდეგ ვაგრძელებთ ზელას.
გამზადებულ ცომს ვფუთავთ და ვდგამთ თბილ ადგილას. როცა ცომი კარგად ამოვა, ვათავსებთ კარაქწასმულ ფორმებში.
თითოეულ ფორმაში ვათავსებთ ცომის ნაწილს ისე, რომ ფორმა ნახევრად შეავსოს. შეგვიძლია მოვრთოთ ნუშით ან მიწის თხილით. გამზადებულ ფორმებს ვათავსებთ თბილ ადგილას.
ფორმამ ცომი რომ არ მიიკრას, მის ძირსა და კედლებზე, რომლებზეც კარაქია წასმული, ვაყრით მანანის ბურღულს. როცა ფორმაში ცომი კარგად ამოვა, ვდგამთ ღუმელში და ვაცხობთ საშუალოზე ცოტა მაღალ ცეცხლზე. როცა შევნიშნავთ, რომ ზედაპირი კარგად შეწითლდა, გადმოვდგამთ. პასკა რომ ფორმიდან კარგად ამოვიდეს, ვდგამთ მის ძირს ცივ წყალში, შემდეგ კი ნელი მოძრაობით ამოგვაქვს ფორმიდან. ბოლოს მოვაყრით დაფქვილ შაქარს.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 304

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ