მთავარი » საკვები სოდა - სილამაზის მეგობარი
1:32 PM
საკვები სოდა - სილამაზის მეგობარი
საკვები სოდა - სილამაზის მეგობარი
ძვირად ღირებულ კოსმეტიკურ საშუალებებსა და პროცედურებს მარტივად და ეფექტიანად შეგიცვლით ჩვეულებრივი საკვები სოდა.

პილინგი

პირსაბან ქაფს ან გელს ერთი მწიკვი საკვები სოდა დაუმატეთ, შეგიძლიათ პირდაპირ ხელისგულზე აურიოთ ისინი ერთმანეთში და სახეზე მსუბუქი წრიული მოძრაობით შეიზილეთ, თითქოს მასაჟს იკეთებთ. "მასაჟი" რამდენიმე წუთით გააგრძელეთ და სახე გრილი წყლით ჩამოიბანეთ.

ეს პროცედურა კანს მკვდარ უჯრედებს აშორებს, ხსნის ფორებს და კანი უფრო გლუვი და ნაზი ხდება. საკვები სოდის "სკრაბი" განსაკუთრებით უხდება მგრძნობიარე, ადვილად გაღიზიანებად კანს, რადგან სოდას დამარბილებელი და ანთებსაწინააღმდეგო ქმედება გააჩნია.

ფერიმჭამელებისთვის

ფერიმჭამელების სამკურნალოდ თბილ წყალში გახსნილი სოდა გამოგადგებათ. სოდიანი წყალი ამშვიდებს გაღიზიანებულ კანს და ანთებით პროცესს ამცირებს. ცალკეულ მსხვილ მუწუკებზე შეგიძლიათ სოდისა და წყლისგან მომზადებული ფაფა წაისვათ და რამდენიმე საათით გაიჩეროთ.

ნიღაბი პრობლემური კანისთვის

ერთმანეთში აურიეთ სახამებელი ან 2 სუფრის კოვზი ხორბლის, შვრიის ან წიწიბურას ფქვილი და 1 ჩაის კოვზი საკვები სოდა, გააზავეთ თბილი წყლით ფაფისებური მასის მიღებამდე. წაისვით გასუფთავებულ სახეზე, წრიული მოძრაობებით მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ, გაიჩერეთ 10-15 წუთით და სახე თბილ წყალში დასველებული ბამბის ტამპონით გაიწმინდეთ. პროცედურა კვირაში ერთხელ გაიმეორეთ.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1699

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ