საქონლის ხორცი სტაფილოთი – ბურგუნდიულად - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » საქონლის ხორცი სტაფილოთი – ბურგუნდიულად
4:43 PM
საქონლის ხორცი სტაფილოთი – ბურგუნდიულად
საქონლის ხორცი სტაფილოთი – ბურგუნდიულად

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

80 გრ. საქონლის ხორცი, 50 გრ. ნაღების კარაქი, 2 ჭიქა მშრალი თეთრი  ღვინო, 1 კბილი ნიორი, 1 თავი ხახვი, 500 გრ. სტაფილი, 1-2 დაფნის ფოთოლი, 2-3 ტიმიანის ღერო, მარილი, დაფქვილი პილპილი.

მომზადების წესი:

  1. ერთი სტაფილო გავფცქვნათ და დანით გავუკეთოთ 3 გრძივი ჭრილი, რომ განაჭრებში სტაფილომ ყვავილის ფორმა მიიღოს.
  2. ხორცის ნა-ჭერს გავუკეთოთ გრძივი ჭრილი შუაგულამდე და შიგ მომზადებული სტაფილო მოვათავსოთ. ჭრილის ნაპირები მჭიდროდ მოვყუმოთ ერთი-მეორესთან.
  3. კარგად გაცხელებულ ტაფაში დავადნოთ ნაღების კარაქი, ჩავდოთ შიგ მომზადებული ხორცი და შევწვათ მაღალ ცეცხლზე 4-4 წუთის განმავლობაში ორივე მხრიდან. გავფცქვნათ ხახვი და დავჭრათ რგოლებად. ცეცხლი საშუალომდე დავიყვანოთ, ხახვი ხორცის გარშემო დავაწყოთ ტაფაზე და მოვამზადოთ  8-10 წუთის განმავლობაში,  სანამ ხახვი არ დარბილდება.
  4. ნიორი გავფცქვნათ, წვრი-ლად დავჭრათ. ავური-ოთ ერთმანეთში ტომატ-პასტა, თეთრი ღვინო, ნახევარი ჭიქა ცივი წყალი, ნიორი, ტიმინიანის ღერო, დავამარილოთ და დავაყაროთ პილპილი გემოვნებით. ტიმიანი აძლევს კერძს ბურგუნდიული სამზარეუ-ლოსათვის დამახასიათებელ გემოს. თუ ტიმიანის ნაცვლად თქვენ გამოიყენებთ ტარხუნის ღეროს და ოდნავ ხმელ როზმარინს, კერძი მიიღებს პროვანსის სამზარეულოსათვის დამახასიათებელ უფრო მძაფრ გემოს.
  5. მიღებული მასა ხორცს დავუმატოთ, დავაფაროთ ტაფას თავსახური და ადუღებამდე მივიყვანოთ. შემდეგ ცეცხლს დავუწიოთ მინიმუმამდე და მოვთუშოთ 1 ს. 15 წთ. მანძილზე. ამ დროის გასვლისთანავე მოვაცილოთ ტიმიანის ღერო.
  6. სტაფილო გავფცქვნათ, დავჭრათ 3-4 მმ-ის სისქის რგოლებად, ხორცს დავუმატოთ და კიდევ ერთი საათი ვშუშოთ. სითხე ბოლომდე უნდა ფარავდეს ხორცს. თუ წყალი ბოლომდე დაშრება, დავამატოთ ცოტაოდენი ცხელი ბულიონი, თეთრი ღვინო ან ცხელი წყალი. მომზადებამდე 15 წუთით ადრე ჩავდოთ კერძში დაფნის ფოთოლი. სანამ კერძს ცეცხლიდან გადმოვდგავთ დაფნის ფოთოლი უნდა მოვაცილოთ.

* დაფნის ფოთლის შეკვრაში შეიძლება აღმოჩნდეს ფოთოლი ქაფური სუნით. მათი გამოყენება კატეგორიულად აკრძალულია. ხანგრძლივი თერმული დამუშავების შემდგომ, დაფნის ფოთოლი ღებულობს მწარე გემოს, ამიტომაც მისი დამატება კერძში საჭიროა კერძის დამზადებამდე ცოტა ხნით ადრე. როგორც წესი, დაფნის ფოთოლი მთლიანად იდება კერძში, მაგრამ ფარშში დაფნის ფოთოლი უმჯობესია დავფშვნათ.

მომზადების დრო – 3 საათი; 4 ულუფა

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 516

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ