სამარხვო კატლეტი წიწიბურითა და სოკოთი - 3 სექტემბერში 2009 - fashion
მთავარი » სამარხვო კატლეტი წიწიბურითა და სოკოთი
12:20 PM
სამარხვო კატლეტი წიწიბურითა და სოკოთი
სამარხვო კატლეტი წიწიბურითა და სოკოთი

ინგრედიენტები:
წიწიბურა - 1 ჭიქა,
წყალი - 2 ჭიქა,
მარილი
ქამა სოკო - 700-800 გრ. (წინასწარ მოვხარშოთ 20 წუთის განმავლობაში)
ხახვი - 2-3 ცალი,
მარილი,
პილპილი,

ოხრახუში, კამა და ქინძი,
ფქვილი ან დაფშვნილი ორცხობილა,
მცენარეული ზეთი – შესაწვავად.

მომზადება: 
წიწიბურა გავრეცხოთ, დავასხათ ცივი წყალი, და ძლიერ ცეცხლზე თავდახურულ ქვაბში ადუღებამდე მივიყვანოთ. ცეცხლი გავანელოთ და ასე ვხარშოთ, სანამ წყალს არ სეიშრობს. შემდეგ შევფუთოთ ქვაბი და დავდგათ ასე -10-15 წუთით. შემდეგ მარილი მოვაყაროთ და ავურით. 


სოკო გავრეცხოთ და დავჭრათ. ხახვი გავასუფთავოთ და წვრილად დავჭრათ. 

მწვანილიც გავრეცხოთ და დავჭრათ. გახურებულ ტაფაზე მცენარეულ ზეთში მოვშუშოთ ხახვი. 
დავუმატოთ სოკო, ისიც მოვსვათ, მარილი და პილპილი დავუმატოთ და გავაგრილოთ. 
შემწვარი სოკო და ხახვი ბლენდერით ან ხორცსაკეპით დავამუშავოთ. თანდათან დავამატოთ წიწიბურა, რომ მასა უფრო გასქელდეს. დავამატოთმწვანილი და მოვურიოთ.

• წიწიბურასა და სოკოს თანაფარდობა თქვენი გადასაწყვეტია. რაც ჭარბადაა, იმის გემო იქნება უპირატესი. მთავარია, მასა წებოვანი იყოს და კატლეტის ფორმის შენარჩუნება შეძლოს. 


დასველებული ხელებით მასას კატლეტის ფორმა მივცეთ,ამოვავლოთ ფქვილში ან დაფშვნილ ორცხობილაში. ფორმამიცემული მასა გახურებულ ტაფაზე, მცენარეული ზეთში შევწვათ. 

ორივე მხრიდან უნდა დაიბრაწოს, კარგად შეიწვას და მზადაა.


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 827

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ