სექსი - ვირუსის და გრიპის პრევენცია - 8 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » სექსი - ვირუსის და გრიპის პრევენცია
3:16 PM
სექსი - ვირუსის და გრიპის პრევენცია
სექსი - ვირუსის და გრიპის პრევენცია
სექსი ჯანმრთელობააო, გაგვიგია, თუმცა, კონკრეტულად რა სარგებლობის მოტანა შეუძლია სქესობრივ კავშირს ჩვენი ორგანიზმისთვის, ამის შესახებ, ბევრი არაფერია ცნობილი, გარდა იმისა, რომ აქტის დროს, გამოიყოფა ბედნიერების ჰორმონი, ენდორფინი და რომ ქალს, რომელსაც სქესობრივი ცხოვრება აქვს მოწესრიგებული ნაკლებად ემუქრება ესა თუ ის გინეკოლოგიური დაავადება.




პენსილვანიის შტატში, Wilkes უნივერსიტეტში მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ადამიანებს, რომლებიც კვირაში ორჯერ მაინც კავდებიან სექსით ნაკლებად აქვთ ვირუსით დაავადებისა და გრიპის შეყრის საფრთხე.


მნიშვნელოვანი ფაქტია, რომ ერთი აქტის დროს, ჩვენი ორგანიზმი წვავს ორას კალორიას, ზუსტად იმდენს რამდენის დაწვასაც თხუთმეტწუთიანი სირბილის დროს მოახერხებდით.


აღგზნებული ადამიანის გულის ცემა სამოცდაათიდან ას ორმოცდაათ დარტყმამდე მატულობს და ამ დროს გამოიყოფა ჰორმონი ტესტოსტერონიც, რომელიც კუნთებისა და ძვლებისა გამყარებას უწყობს ხელს.


პრეზერვატივის გარეშე სექსი კი საუკეთესო ანტიდეპრესანტი ყოფილა ქალებისთვის, რადგან საშვილოსნოს მილში მოხვედრილი სპერმა სტიმულირებას ახდენს და ხელს უწყობს საკვერცხეებში ქალური ჰორმონების დიდი რაოდენობით გამოყოფას, რაც სასიცოცხლო ენერგიას, სილამაზესა და სილაღეს აძლევს ქალებს...

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 650

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ