სექსის ფერები - 6 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » სექსის ფერები
12:05 PM
სექსის ფერები
სექსის ფერები

აირჩიეთ თქვენი საყვარელი ფერი, და ჩვენ გეტყვით, თუ რამდენად სექსუალური ბრძანდებით.

.ყვითელი: შენ უბრალოდ ეგუები ნებისმიერ მამაკაცს, გარკვეულ სიტუაციაში ეს კარგია, რადგან კონფლიქტები არ გექნება, შენ უბრალოდ დაემორჩილები, მის ნებისმიერ სურვილს. მაგრამ იმისათვის, რომ სექსში მიიღო სიამუვნება, ან იპოვე ძალიან მგრძნობიარე მამაკაცი, ან ისწავლე შენი სურვილების თქმა.

შავი არაფერია არასტანდარტულ სექსზე კარგი-ასე თვლით თქვენ, თქვენთვის მისაღებია ყველაფერი, სექსში ტაბუ არ არსებობს, თქვენ იცით ყველაზე ეროტიული თამაშები, მაგრამ ძალიან ნუ გაერთობით, თქვენმა პარტნიორმა შესაძლოა ვერ გაგიძლოთ და დაკარგოთ იგი.

ლურჯი საოცრად ნაზი ხარ, თბილი, მოსიყვარულე, ტკბები პარტნიორით ისე, როგორც ლამაზი მელოდიით. ითვალისწინებ მის სურვილებს და არ გავიწყდება საკუთარიც. საჭირო პარტნიორის შემთხვევაში ტკბები იდეალური ჰარმონიული სექსით.


ყავისფერი: მამაკაცი თქვენს ტემპერამენტს გრძნობს 24 საათის განმავლობაში, მაშინაც კი, როდესაც თქვენ ვერ ახერხებთ უთხრათ მას, თუ როგორ გიყვართ, მგრძნობიარე ხართ, მთავარია არ აჩქარდეთ სექსის დროს, ეცადეთ შეაჩეროთ სიამუვნების წამი. ერთადერთი, რამაც თქვენ შეიძლება ხასიათი გაგიფუჭოთ, პარტნიორის უხეში საქციელია.

სერი: გიჭირთ გადაწყვეტილების მიღება, მორცხვი ხართ და განიცდით თვითოეულ წვრილმანს, ამის გამო თქვენთვის სექსი შესაძლოა სიამუვნების ნაცვლად განცდად იქცეს. ნუ იქნებით თვითკრიტიკული, ისწავლეთ საკუთარი თავის შეფასება სათანადოდ. ნუ გეშინიათ სექსის დროს სინათლის ანთების. შეიყვარეთ საკუთარი სხეული ისეთი, როგორიც არის და მას პარტნიორიც შეიყვარებს. მამაკაცი, რომელიც სერ ფერს ირჩევს, საოცრად ერთგული მეუღლეა, მაგრამ თუ მას გაყვებით ცოლად, ერთფეროვანი სექსი გარანტირებული გაქვთ.

მწვანე: ქალწული! ასეთს აღიქვავენ მწვანე ფერის მოყვარულ ქალბატონებს მამაკაცები. თქვენ ნაზი და უბიწო ხართ, თქვენთვის მთავარია გრძნობები, ჰარმონიის მისაღწევად, უნდა იპოვოთ მწვანე ფერის მოყვარული პარტნიორი, თქვენი ერთობლივი ცხოვრება, საკმაოდ ჰარმონიული იქნება

ფორთოხლისფერი: ფორთოხლისფერის მოყვარულებს უყვართ ფანტაზიები საწოლში, თვითოეული პაემანი თქვენთვის სპექტაკლია, რომელშიც თქვენ ლამაზმანის როლს ასრულებთ. თქვენთვის აუცილებელია ფლირტი, მოფერება, თუმცა შესაძლოა ხანდახან თბილი ფისუნა, მძვინვარე ვეფხვად გადაიქცეს, ეს უყვართ მამაკაცებს, მაგრამ ძალიან ნუ გადააჭარბებთ, ეცადეთ თამაში არ დაგეტყოთ და ყველაფერი ბუნებრივად მოხდეს.


ვარდისფერი: თვითონ სექსი იმდენად არ გხიბლავს, რამდენადაც მამაკაცის მოხიბვლის პროცესი. თქვენ გიყვართ თამაში და თქვენს პარტნიორს სექსუალურ თოჯინად აჩვენებთ თავს. ლოგინში გირჩევნიათ სიამუვნება მიიღოთ, ვიდრე გასცეთ. არ ენდოთ მამაკაცს, რომელსაც ვარდისფერი უყვარს, მან შეიძლება რამდენიმე პაემანი ერთდროულად დანიშნოს. ის არასოდეს არ მოიყვანს ცოლს, მაგრამ თუ მოიყვანა, არასდროს არ იქნება ერთგული

იისფერი თქვენ სწავლობთ სექსს, კითხულობთ ლიტერატურას, უყურებთ პორნოგრაფიულ ფილმებს და ტექნიკურად ანხორციელებ მათ, დაფიქრდით, იქნებ ღირდეს, მოდუნდეთ და უბრალოდ მიყვეთ სიამუვნებას საყვარელ მამაკაცთან ერთად?, ეს ხომ სამსახური არ არის, ნუ იქნებით ასეთი სერიოზული.

წითელი: თქვენ ნამდვილი კატა ხართ, ადვილად იღგზნებით და სიამუვნებას იღებთ ნებისმიერი სახის სექსიდან. მას ვინც თქვენში სექსუალურ ხანძარს გააჩენს, გაუჭირდება მისი ჩაქრობა, თქვენ შეგიძლიათ დაკავდეთ სექსით რამდენიმე საათი ზედიზედ, ეს ბევრ მამაკაცს გაუჭირდება. წითელი ფერის მოყვარული მანდილოსნები ხშირად სექსუალურად აგრესიულებიც არიან, ამიტომ თუ თქვენ წითელი ფერი გიყვართ და ასეთსავე მამაკცს იპოვით, კამასუტრა ანბანად მოგეჩვენებათ.

თეთრი: სექსი შენთვის ნხოლოდ სიყვარულთან ასოცირდება. სამაგიეროდ თუ თქვენ ნამდვილად გიყვართ თქვენი პარტნიორი, სიამუვნება უსაზღვრო გექნებათ. ქალბატონები, რომლებიც თეთრ ფერს ირჩევენ საკმაოდ ფრთხილად ირჩევენ პარტნიორს, მაგრამ ხშირად ისინი ძალიან ბევრს ითხოვენ და იმედგაცრუებულნი რჩებიან. იქნებ ღირს, რომ თქვენი მოთხოვნები შეამციროთ.


კატეგორია: ტესტები | ნანახია: 2921

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ