შემწვარი ხბოს ხორცის “ჯიბე” გარგარის ჩირით - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » შემწვარი ხბოს ხორცის “ჯიბე” გარგარის ჩირით
4:38 PM
შემწვარი ხბოს ხორცის “ჯიბე” გარგარის ჩირით
შემწვარი ხბოს ხორცის “ჯიბე” გარგარის ჩირით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

600 გრ. ხბოს მთლიანი ნაჭერი, 150 გრ. ღორის ძეხვი ან ფარში, 60 გრ. გარგარის ჩირი, 1 ც. ხახვი, 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი, 20 გრ. ნაღების კარაქი, 100 მლ. თეთრი ღვინო, როზმარინი, ზაფრანა, მარილი, პილპილი.

მომზადების წესი:

გარგარის ჩირი ჩავალბოთ ღვინოში რამდენიმე საათით. ხბოს ხორცს გავუკეთოთ გრძივი ჭრილი. წვრილად დავჭრათ ხახვი და შევურიოთ ფარშს, მოვაყაროთ მარილი და პილპილი, დავამატოთ დაჭრილი გარგარის ჩირი. მიღებული მასით ამოვავსოთ ხბოს ხორცის "ჯიბე”. ნაპირები დავუმაგროთ სამზარეულოს ჩხირით.

ხორცს ორივე მხრიდან მოვაყაროთ მარილი და დავდოთ კარაქწასმულ ტაფაზე. ზემოდან დავადოთ ზაფრანის ტოტები და როზმარინი. შევდგათ აირღუმელში გამოსაცხობად 20 წუთის განმავლობაში 200° ტემპერატურაზე. როცა ხორცი შეწითლდება მოვასხათ ღვინო, რომელშიც გარგარის ჩირი გვქონდა ჩალბობილი,დავუწიოთ ცეცხლს 180°-მდე და ვაცხოთ ორივე მხრიდან კიდევ 1 საათი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 368

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ