შემწვარი ხორცი ღვინით - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » შემწვარი ხორცი ღვინით
4:01 PM
შემწვარი ხორცი ღვინით
შემწვარი ხორცი ღვინით

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 კგ. საქონლის ხორცი, 2 ძირი სტაფილო, 2 თავი ხახვი, 1,5 ჩაის ჭიქა ღვინო, 3/4 ჩაის ჭიქა არაჟანი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

საქონლის ხორცის რბილი ნაჭერი გარეცხეთ, ჩადეთ ქვაბში, ჩაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, დათლილი სტაფილო, მარილი, დანაყილი პილპილი, ჩაასხით შიგ თეთრი ღვინო და მოშუშეთ. მერე მიუმატეთ საქონლის ქონი ან ერბო, მოშუშეთ, შემდეგ დაასხით ზედ არაჟანი და კიდევ მოშუშეთ. როცა ხორცი შეიწვება, ქვაბიდან ამოიღეთ, დაჭერით თხლად და დააწყეთ თეფშზე. მიღებული წვენი გაწურეთ, უყავით ძმარი, პურის ფქვილი, შაქარი, 0,5 ჩაის კოვზი ღვინო, წამოადუღეთ და მაგოდაზე სხვა ჭურჭლით მიიტანეთ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 307

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ