შეფ–მზარეულის რჩებები: ბლინები - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » შეფ–მზარეულის რჩებები: ბლინები
1:40 PM
შეფ–მზარეულის რჩებები: ბლინები
შეფ–მზარეულის რჩებები: ბლინები

ბლინის და ბლინჩიკის გამოსაცხობად საჭიროა პატარა თუჟის მრგვალი ტაფა. გამოცხობის წინ ტაფა არასოდეს წყლით არ უნდა გაირეცხოს, თორემ გამოცხობის დროს ცომი მიეკერის ტაფას.

ტაფას, უხმარი იქნება ის თუ ნახმარი, სულერთია, უნდა წაესვას ცოტა ქონი ან ერბო, დაეყაროს ზედ მარილი და დაიდგას ცეცხლზე მანამდე, სანამ ძლიერ გაცხელდება და მარილი შეწითლდება. შემდეგ გადმოიდგება ცეცხლიდან, შეგრილდება და სქელი თეთრი ქაღალდი მოესმება, თავისივე მარილი მოაშორებს მას, თუ რაიმე ჭუჭყი ან ჟანგი იყო ზედ. მერე ხელმეორედ დაიყრება ზედ მარილი და კიდევ მოიწმინდება ჯერ ქაღალდით, მერე სუფთა ტილოთი და ამის შემდეგ ტაფა მზად იქნება.

გამოცხობის წინ ტაფას ფრთით ან ბამბით წაესმევა ერბო, შემდეგ კოვზით დაისხმება ზედ ცომი ისე, რომ მხოლოდ ძირი მოუფაროს, მეტი არა. ჯერ ერთ მხარეს უნდა შეიწვას, მერე მეორე მხარეზე გადაბრუნდეს და იქიდან შეიწვას. ბლინი და ბლინჩიკი ყოველთვის მაგიდაზე მიტანის წინ უნდა გამოცხვეს, რომ არ გავიცდეს.

გამომცხვარი ბლინები ნაზი და ნასვრეტებიანი უნდა გამოვიდეს. ბლინები მაგიდაზე მიიტანება გამდნარი კარაქით, არჟანით, ხიზილალით, თევზით და ა.შ. ბლინჩიკები კი – შაქრით, მურაბით, არაჟანით და ხაჭოთი

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 809

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ