შხაპის მიღების ფილოსოფია - 13 მარტში 2010 - fashion
მთავარი » შხაპის მიღების ფილოსოფია
3:40 PM
შხაპის მიღების ფილოსოფია
შხაპის მიღების ფილოსოფია
შხაპის მიღება ყველას უყვარს, მაგრამ იმისათვის, რომ ამ პროცედურით გამაჯანსაღებელი ეფექტი მივიღოთ, აუცილებელია რამდენიმე ნიუანსი გავითვალისწინოთ. დერმატოლოგების აზრით, ზამთრის პერიოდში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შხაპის მიღებისას წესები დავიცვათ. პირველი: ამ არცთუ ისე ხანგრძლივი პროცედურის შედეგად ჩვენმა კანმა არ უნდა დაკარგოს სინოტივე და არ უნდა გამოშრეს; მეორე: ეცადე, აბაზანაში რაც შეიძლება მეტი ორთქლი იყოს, რომ კანის ბუნებრივი დატენიანება მოხდეს… გაითვალისწინე დერმატოლოგების რჩევები და საშხაპიდან იდეალურ ფორმაში გამოხვალ. ყურადღება მიაქციე თითოეულ ნაბიჯს და აუცილებლად აკონტროლე დრო.
ჯერ არ დასველდე…

ჩვენ ვიცით, რომ დიდი სურვილი გაქვს, სასწრაფოდ შეხვიდე შხაპის მისაღებად, მაგრამ სანამ ამას გააკეთებ, ჯობია რამდენიმე რჩევა გაითვალისწინო და შენი დროც დაზოგო:

1. Head and Soulders–ის წარმომადგენელი გვირჩევს, რომ სანამ თავის დაბანას დავიწყებთ, უმჯობესია, თმა სავარცხლით კარგად დავივარცხნოთ;

2. თუ გუშინდელი მაკიაჟის კვალი ჯერ კიდევ შერჩენილი გაქვს სახეზე, მაშინ სპეციალური გამწმენდი საშუალებით მოიშორე. სახის კანის შხაპისთვის შემზადებას სულ რამდენიმე წუთი დასჭირდება;

3. ამ ნაბიჯის გადადგმა მაინცდამაინც შხაპის მიღებამდე აუცილებელი არ არის, მაგრამ შეგიძლია ასეც მოიქცე და ამის შემდეგ მართლაც იდეალურ ფორმაში იქნები. თუ შენი სურვილია მომაჯადოებელი ღიმილი გქონდეს, გამოიყენე კბილების გამათეთრებელი. Crest Advanced Seal გამათეთრებლის ახალ ვარიანტს გვთავაზობს. ის წყალს შეიცავს და კბილებს ბუნებრივ სითეთრეს უბრუნებს. ამ პროცედურის ჩასატარებლად 30 წუთი დაგჭირდება (ყოველდღე, ორი კვირის განმავლობაში).
1–3 წუთი:


კარგად გაისაპნე კანი და თმა


შხაპამდე მოსამზადებელი პერიოდი ზემოთ ჩამოთვლილი პროცედურებით არ ამოიწურება: საგანგებოდ შეარჩიე ტანის დამატენიანებელი გელი (რომელიც შეიცავს ფორმულა PH-ს) ჰიდრატებითა და გლიცერინის შემცველი ინგრედიენტებით. ჩვენ უპირატესობას ვანიჭებთ Dove-ის ტანის გელს _ Nutrium Moisture და Nivea-ს Touch of Bliss Moisturizings-ს.

დაბანისას აუცილებლად გამოიყენე ღრუბელი. სასურველია, რომ ღრუბელი ხშირად ცვალო, ან კვირაში ერთხელ სარეცხ მანქანაში გარეცხო.

გაანაწილე დრო იმისთვის, რომ ტანი განსაკუთრებულად გაიხეხო ისეთ ადგილებში, როგორიცაა მკლავები, გულ-მკერდის არე, კისერი და ფეხები, _ ამას NYS-დერმატოლოგი ანე ჩეპესი გვირჩევს.

ახლა კი თმას მივხედოთ: "თმა უნდა იყოს მთლიანად სველი, სანამ შამპუნს გამოიყენებთ”, _ ამბობს NYS -სტილისტი ანტონიო პრიეტი. _ "თუ შამპუნი არასწორად განაწილდა, მაშინ მის წასმას აზრი ეკარგება. ხელში თანაბრად გადაინაწილე შამპუნი და კარგად წაისვი ბოლოდან თმის ძირებამდე. სანამ თმას ჩამოიბან, შამპუნი 30 წამის განმავლობაში გაიჩერე”, _ ამას უკვე ექიმი ჩეპესი გვირჩევს.
3–5 წუთი
მოიშორე საპნიანი წყალი

მას შემდეგ, რაც შამპუნს მოიშორებ თმიდან, კონდიციონერის გამოყენების დრო დგება: "სასურველია, კონდიციონერი ცოტა მეტ ხანს გავიჩეროთ თავზე, რათა მაქსიმალურ შედეგს მივაღწიოთ”, _ გვირჩევს პრიეტო.

დარწმუნდი იმაში, რომ კონდიციონერი მთელ თმაზე სწორად გაქვს გადანაწილებული. ეცადე, რომ კონდიციონერი, რომელსაც იყენებ, წყლისა და ნატურალური ინგრედიენტების შემცველი იყოს, რომ თმისთვის გამაჯანსაღებელი შედეგი ჰქონდეს. წაისვი მთელ თავზე ძირებიდან თმის ბოლოებამდე, შემდეგ დაივარცხნე თმა ფართოკბილებიანი სავარცხლით, რათა კიდევ ერთხელ დარწმუნდე, რომ კონდინციონერი თმაზე თანაბრად არის გადანაწილებული.

იმის შემდეგ, რაც კონდიციონერის ჩვენი რჩევების მიხედვით გამოყენებას დაამთავრებ, სახის კანის მოწესრიგებაზე გადადი. თუ მშრალი კანი გაქვს, მოერიდე საპნიანი წყლით მის ხშირად დაბანას. არსებობს სპეციალური გამწმენდი კოსმეტიკური საშუალებები, რომლებიც კანის გამოშრობასაც აგარიდებს და ჭუჭყსაც მოგაშორებს. თუ ცხიმიანი კანი გაქვს, ამ შემთხვევაშიც დილას და საღამოს გამწმენდი გამოიყენე, ოღონდ სპეციალურად ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი.

არა აქვს მნიშვნელობა, რა ტიპის კანი გაქვს, მიეცი მას ამოსუნთქვის საშუალება კვირაში ერთხელ მაინც _ სცადე Elizabeth Arden Ceramide lump Perfect Gentle Line Smoothing Exfoliator.

მას შემდეგ, რაც ორთქლი დაარბილებს შენს კანს, არ არის საჭირო მისი გულმოდგინედ გახეხვა, რადგან კანიდან ჭუჭყი და მკვდარი უჯრედები სახის რბილი ღრუბლითაც იოლად მოგშორდება. დაბანის შემდეგ აუცილებლად გამოიყენე დამატენიანებელი კრემი. ჩვენ მოგვწონს Neutrogena Jave-ის Duo Power- Cleanser and Foaming Pad. ამ პროცედურის ჩატარების შემდეგ მის ეფექტურობაშიც დარწმუნდები: შენი სახის კანი არაჩვეულებრივად ხავერდოვანი და სრიალა იქნება.
შეარჩიე ზუსტი დრო ზედმეტი თმის მოსაშორებლად

თუ დაბანის ბოლოს აპირებ არასასურველი თმის მოშორებას და გელსაც ამ დროისთვის ისვამ, ესე იგი არასწორად იქცევი. Gillette’s Venus-ის მკვლევარი კრისტინა ვანუსიუზი ამბობს: "იდეალური დრო ამისათვის არის შხაპის მიღებიდან პირველი 5-10 წუთი. თბილი წყალი კანსაც დაარბილებს და თმასაც, მაგრამ კანი ზედმეტად არ უნდა მოეშვას”.

აუცილებლად გამოიყენე რბილი გელი (მოერიდე საპონს, რადგან ის ხელს უშლის თმის იდეალურ მოშორებას), რომელსაც თანაბრად წაისვამ მთელ კანზე. თუ გაპარსვის შემდეგ კანი გამოშრება და გამკვრივდება, აუცილებლად დამატენიანებელი ლოსიონი წაისვი. სცადე შხაპის ლოსიონი OOlay Ultra

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 538

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ