შოკოლადის ბლინები - 15 ივნისში 2010 - fashion
მთავარი » შოკოლადის ბლინები
2:02 PM
შოკოლადის ბლინები
შოკოლადის ბლინები
უგემრიელესი ფრანგული დესერტი-შოკოლადის ბლინები

ინგრედიენტები

შოკოლადი - 100 გრ (70%)
რძე - 250 მლ
ფქვილი - 300 გრ
მარილი - 1/4 ჩ/კ
კვერცხი - 3 ცალი
კარაქი - 40 გრ
შაქრის პუდრა - 40 გრ
კაკაო - 20 გრ
ზეთი - 20 მლ

მომზადება

ეს არის ფრანგული დესერტი.
ამ ბლინებში შეიძლება გავახვიოთ ნებისმიერი გულსართი: ხილი, ხაჭო, მურაბა...
შოკოლადი დავამტვრიოთ და გავადნოთ დაბალ ცეცხლზე.

გავაცხელოთ 300 მლ რძის ნაწილი და ჩავასხათ გამდნარ შოკოლადში. კარგად ავურიოთ.
გავცრათ ფქვილი და დავამატოთ კაკაო, შაქრის პუდრა, მარილი. ამ მასას დავამატოთ დარჩენილი რძე.

ავთქვიფოთ კვერცხი ისე რომ აქაფდეს.

ჩავასხათ ათქვეფილი კვერცები ბლინების ცომში ნელ-ნელა და ვურიოთ.

კარაქი გავადნოთ და ჩავასხათ ცომში,მანდვე შეიძლება ჩავასხათ ლიქიორი ან რომი.
თუ ცომი გამოვიდა თხელი, დავამატოთ ფქვილი. ცომი უნდა გამოვიდეს თხელი არაჟნის კონსისტენციის.
ავურიოთ და დავტოვოთ 2 საათით.
ტაფა გავაცხელოთ, დავადოთ კარაქი.
გამოვაცხოთ ბლინები.



























კატეგორია: კულინარია | ნანახია: 1279

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ