CSS Start //?> CSS End //?>
11:56 AM შოკოლადის კაპუჩინო კრუასანებით | |
კრუასანისთვის საჭირო ინგრედიენტები: მზა ფენოვანი ცომი, მწარე შოკოლადის ფილა მომზადების მეთოდი: გაალხვეთ ცომი, გააბრტყელეთ 1 სმ-ის სიგანეზე, დაჭერით სამკუთხედებად. ყოველი სამკუთხედის შუაში მოათავსეთ შოკოლადი და ცომი გადაახვიეთ ფართო პირიდან. დაალაგეთ ტაფაზე, რომელზეც განთავსებულია ქაღალდი ცხობისთვის, დატოვეთ ერთი საათი. გაახურეთ აერღუმელი 200 გრადუსზე, კრუასანებს წაუსვით რძეში ათქვეფილი კვერცხის გული, გამოაცხვეთ 15-20 წუთი. კაპუჩინოს მოსამზადებლად დაგჭირდებათ : 1, 5 ჩაის კოვზი ყავა Tchibo Exclusive, 200 გ. რძე, გახეხილი შოკოლადი და შაქარი გემოვნებით. მოამზადეთ შავი ყავა. ათქვიფეთ კარგად გაცივებული რძე მიქსერით ან ბლენდერში ქაფის წარმოქმნამდე. ფინჯანი მესამედზე შეავსეთ ყავით, შემდეგი მესამედი ათქვეფილი რძით. ზემოდან მოაქციეთ ქაფი და მოაყარეთ გახეხილი შოკოლადი. | |
|