სოკო არაჟნით - 26 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » სოკო არაჟნით
5:58 PM
სოკო არაჟნით
სოკო არაჟნით
მომზადება:

სოკო – 400 გ

ხახვი – 1 თავი

არაჟანი – 250 გ

მაიონეზი – 250 გ

კვერცხი – 3 ცალი

კულინარიული ფქვილი – 1–2 ჩ.კ.

ფქვილი – 200 გ

ყველი – 50 გ

მარილი, კარაქი (შესაწვავად) – გემოვნებით

მომზადება: კვერცხი ათქვიფეთ, შეურიეთ არაჟანი, მაიონეზი, მწიკვი მარილი და კარგად აურიეთ. ფქვილი გაცერით, შეურიეთ კულინარიული ფხვნილი და თითო–თითო კოვზი არაჟნიან მასას შეაზილეთ. უნდა მიიღოთ თხელი ცომი. ოთახის ტემპერატურაზე 30 წუთით დააყოვნეთ.

სოკო გარეცხეთ და ქაღალდის ხელსახოცზე შეაშრეთ, შემდეგ გაჭერით 2–4 ნაწილად. ხახვი წვრილად დაჭერით, კარაქი ტაფაში გაადნეთ და ხახვი მოხრაკეთ. შემდეგ ჩაუმატეთ სოკო და შუშეთ. შეაზავეთ მარილით...ფორმას კარაქი მოუსვით, ცოტა ფქვილი მოაყარეთ, ჩაასხით ცომის ნაწილი, ზემოდან მოშუშული სოკო მოაწყვეთ, დარჩენილი ცომი მოასხით და გახეხილი ყველი მოაყარეთ. ფორმა 180 გრადუსამდე გახურებულ ღუმელში შედგით, 20 წუთის შემდეგ გამოიღეთ და ზედაპირი ჩანგლით დაჩხვლიტეთ. შეაბრუნეთ ღუმელში, გააჩერეთ 20–30 წუთი, შემდეგ გადმოიღეთ, გააგრილეთ, დაჭერით და სუფრასთან მიიტანეთ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 499

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ