სპეციალურად ქალებისთვის - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » სპეციალურად ქალებისთვის
7:06 PM
სპეციალურად ქალებისთვის
სპეციალურად ქალებისთვის

 მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილი, რომელიც მილიონობით ქალს ტანჯავს, შესაძლებელია, 20-წუთიანი მარტივი მასაჟით მოიხსნას.




ეს დადგინდა ტაივანის ერთ-ერთი კოლეჯის 394 სტუდენტზე ჩატარებული ექსპერიმენტული კვლევის შედეგად.

გოგონების ნახევარი მენსტრუალური ციკლის დროს ტკივილს ებრძოდა ხელისგულზე განლაგებული, ბიოლოგიურად აქტიური წერტილების 20-წუთიანი მასაჟით, დანარჩენი კი იღებდა ძლიერ ტკივილგამაყუჩებელს. პირველები გაცილებით სწრაფად და ეფექტურად სძლევდნენ პრობლემას და თანაც 3 თვის შემდეგ, ყოველგვარი ჩარევის გარეშე გაუქრათ ტკივილი "კრიტიკულ დღეებში". ამის მიზეზად ექიმები აკუპუნქტურის შედეგად სისხლის ცირკულაციის გაძლიერებასა და ქალებში სასიცოცხლო ენერგიის მომატებას ასახელებენ.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 621

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ