ტანისამოსი, რომელიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს - 3 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » ტანისამოსი, რომელიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს
6:34 PM
ტანისამოსი, რომელიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს
ტანისამოსი, რომელიც მამაკაცებს მაგნიტივით იზიდავს
ყურადღებით ქალური ღირსებებისკენ!
იმისათვის, რომ სექსუალურად გამოიყურებოდეს, ქალმა აუცილებლად უნდა გააცნობიეროს საკუთარი ღირსებები და იზრუნოს ყოველი მათგანის გამოკვეთაზე. ატარეთ ის, რაც გიხდებათ და დაიმახსოვრეთ, რომ სტილის ჰარმონიულობის დაცვა მთავარია! მამაკაცის
ყურადღების მიქცევა იოლია, მაგრამ მისი შენარჩუნება - საკმაოდ რთული. ამიტომ აუცილებლად გაიაზრეთ თქვენი ჩაცმულობა ყოველი წვრილმანის ჩათვლით!

• თუ თქვენ მიმზიდველი მკერდის პატრონი ბრძანდებით - მიიქციეთ ყურადღება ჭრილიანი ზედატანებით ან მდიდრული აქსესუარებით. ფუმფულა ბიუსტის მქონე ქალებმა, სასურველია, ხშირად ატარონ ტანისამოსი დეკოლტეთი, მათ იდეალურად მოუხდებათ V და U სახის ჭრილები და "ღამურა" მკლავები.

• ამაყობთ თეძოების ნარნარი მოყვანილობით? შეარჩიეთ ისეთი ქვედაბოლოები, რომლებიც მათ ფორმას გამოკვეთს.

• ატარეთ თასმიანი მოდური ფეხსაცმელი, თუ გსურთ, თქვენი მოხდენილი კოჭის აქცენტირება.

• დაიმახსოვრეთ, რომ თქვენი ჩაცმულობის ყოველი დეტალი უნდა შეუხამოთ ერთმანეთს: სექსუალურ კაბას იდეალურად შეავსებს ე. წ. "smoky eyes", ფუნთუშა ტუჩებს გამომწვევობას შესძენს მკვეთრი ფერის ტუჩის საცხი, ამ ჩაცმულობას დაუმატეთ მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ფეხს ვიზუალურად აგრძლებს, და სრული ფურორი გარანტირებულია.

• მაქსიმალურად მოერიდეთ ბამბისა და ლენის ქსოვილებს. ისინი მალე იჭმუჭნება, რის გამოც უსუფთაო შთაბეჭდილებას ტოვებს. გამოიყენეთ აბრეშუმის, შიფონის, მუსლინის, ორგანზისა და კრეპდეშინის ქსოვილების სხვადასხვა სახეობები.

• ქსოვილი აუცილებლად მდიდრული და ხარისხიანი უნდა იყოს, შესაძლებელია, ოდნავ მბრწყინავი ეფექტით, ან სტრეჩი. ასეთი ქსოვილის მატერია საუკეთესოდ "ჯდება" ფიგურაზე.

• საღამოს ჩაცმულობის სექსუალურ ელემენტად შეგიძლიათ მაქმანების გამოყენება, მხოლოდ, რასაკვირველია, ძვირფასის, რათა
ვულგარულობისაგან თავი დაიზღვიოთ.

• პირველ რიგში, ისწავლეთ იმ ფერების შერჩევა, რომლებიც გიხდებათ. ყველაზე სექსუალურ ფერთა სამეული ასე გამოიყურება: პირველობა, რა თქმა უნდა, შავს ეკუთვნის, ის ფავორიტია; მეორე, საპატიო ადგილზე წითელი ფერია; მესამეზე - ცისფერი, განსაკუთრებით მაშინ, როცა რომანტიკული და სექსუალური ეფექტის ერთდროულად მოხდენა გნებავთ.

ყველა ქალბატონი ინდივიდუალური სექსუალურობითაა დაჯილდოვებული, ხოლო ჩაცმულობა მისი შესანიშნავი სამკაულია. მთავარი კი შინაგან განწყობილებასა და იმ სექსუალურობას შორის ჰარმონიული კავშირის დამყარებაა, რომლის დემონსტრირებასაც საზოგადოებაში ცდილობთ.

ქალურობა პრიორიტეტულია
ქალმა უნდა წარმოაჩინოს ის, რაც მის ქალურ ღირსებას შეადგენს: ფორმები. განსაკუთრებით, სულის და სხეულისა და ქცევის. ამას უნდა დაემატოს რაღაც იდუმალება, რომელიც მამაკაცში მონადირის ცნობისმოყვარეობას აღძრავს. ერთბაშად ყველაფრის დემონსტრირებას ნურასოდეს ეცდებით მის წინაშე. სასურველია, თქვენს გარდერობს მრავალფეროვანება შესძინოთ. ეს მამაკაცთა მუდმივი ინტერესის ერთგვარი საწინდარია.

• ნურასოდეს იტყვით უარს აქსესუარებზე. ისინი ხაზს უსვამენ ქალის საკუთარი თავისადმი ყურადღებას და ხშირად ადეკვატური თვითშეფასების უნარზე მეტყველებენ. მას, ვისაც საკუთარი თავი უყვარს, სიცოცხლისა და სხვა ადამიანის სიყვარულიც შეუძლია.

• ძალიან ნუ გაგიტაცებთ ჯინსები და მინი ქვედაბოლოები. ისინი უკვე დიდი ხანია, ნაკლებ "ჯადოსნურები" გახდნენ. მაგრამ დაიმახსოვრეთ, რომ ფეხები (განსაკუთრებით კი კოლგოტკებში) ყოველთვის რჩება ძლიერ სექსუალურ "მექანიზმად".

• სასურველია, თუ ისეთ ტანისამოსს შეარჩევთ, რომ მაჯები ჩანდეს. მაჯის დემონსტრირება, ფლირტზე "მიპატიჟების" ერთგვარი ნიშანია.

• კომბინაცია "ქუსლიან ფეხსაცმელს + წინდები", წინანდებურად მომგებიანი ვარიანტია. ასეთი ჩაცმულობა თქვენს სისუსტესა და ქალურობას ერთბაშად ავლენს. სიარული ოდნავ მერყევია, ხოლო ფეხის ფორმა - გამოკვეთილი. ასეთი ქალი საინტერესოა და თანაც, მამაკაცს დაცის (ხელის მიშველების) სურვილს აღუძრავს.

• უარყავით დევიზი: "დაე, ყოველგვარი მორთულობის გარეშე შემიყვარონ", ნუ დამალავთ თქვენს ღირსებებს: თქვენი მორთულობა თავისთავად იწვევს ინტერესს, რომელიც შემდეგ გადაინაცვლებს თქვენზე - მის მფლობელზე.

• დაიმახსოვრეთ, რომ კაცები, პირველ რიგში, ქალის თმას, სახეს, მკერდსა და წელს აქცევენ ყურადღებას - ეს ქალის რეპროდუქციული პოტენციის გარკვეული სახით ქვეცნობიერი შეფასებაა. ამ სიიდან მინიმუმ სამი პუნქტის გამოკვეთა შეიძლება სწორი ჩაცმულობის საშუალებით.

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 809

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ