ტერინი თეთრი, წითელი თევზით შავი ხიზილალით (იტალიური სამზარეულო) - 9 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ტერინი თეთრი, წითელი თევზით შავი ხიზილალით (იტალიური სამზარეულო)
4:30 PM
ტერინი თეთრი, წითელი თევზით შავი ხიზილალით (იტალიური სამზარეულო)
ტერინი თეთრი, წითელი თევზით შავი ხიზილალით (იტალიური სამზარეულო)

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

300 გრ. სვიას ფილი, 300 გრ. ორაგულის ფილე, 150 გრ. შავი ხიზილალა, 120 გრ. კამა, 120 გრ. სტაფილო, 1 კონა მწვანე ხახვი, 2 ცალი პომიდორი, 1 კონა ტარხუნა, 300 მლ. თევზის ბულიონი, 6 ჩაის კოვზი ჟელატინი, თეთრი ღვინის ძმარი.
სოუსისთვის: 200 მლ. ნაღები, 50 გრ. შავი ხიზილალა.
მოსართავად50 გრ. შებოლილი თეთრი თევზი, 50 გრ. შებოლილი ორაგული, 50 გრ. წითელი ხიზილალა, ტარხუნის რამდენიმე ტოტი.

მომზადების წესი:
თევზის ფილი დავჭრათ ისე, რომ  ჩაეტიოს ტერინის ფორმაში (ტერინის ფორმის არქონის შემთხვევაში გამოიყენეთ კექსის გამოსაცხობი საშუალო, მომრგვალო ფორმა). თევზის ფილეს წავუსვათ კარაქი და რამდენიმე წუთით გამოვაცხოთ 200° ტემპერატურაზე.

ჟელატინი დავალბოთ ცივ წყალში. კამა, სტაფილო და მწვანე ხახვი წვრილად დავჭრათ. პომიდორს მოვაშოროთ კანი, გავატაროთ საცერში, დავუმატოთ ტარხუნა, 1 ჩაის კოვზი ძმარი და ყველაფერი ერთად ჩავყაროთ ბულიონში. ვხარშოთ 10 წუთი, შემდეგ გავცრათ. ცხელ სითხეს დავამატოთ ჟელატინი და კარგად მოვურიოთ. ნელ-ნელა ჩავასხათ ბულიონი ტერინის ფორმაში, შევდგათ მაცივარში, რომ შესქელდეს.

თეფშზე დავდოთ ორაგულის ნაჭერი, დავადოთ ზედ შესქელებული მასა, ხიზილალა და დაჭრილი ბოსტნეული. მოვასხათ ჟელატინი და ისევ შევდგათ მაცივარში. ავიღოთ სვიას ნაჭერი, მასაც დავადოთ შესქელებული მასა, ხიზილალა, ბოსტნეული და მოვასხათ ჟელატინი. კვლავ შევდგათ მაცივარში 6 საათით. სუფრაზე მიტანის წინ ტერინი მოვრთოთ შებოლილი თევზით, წითელი ხიზილალით და ტარხუნით. ცალკე მივიტანოთ ნაღებში შერეული ხიზილალა.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 659

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ