ტოსკანური სალათა - 26 მარტში 2010 - fashion
მთავარი » ტოსკანური სალათა
7:31 PM
ტოსკანური სალათა
ტოსკანური სალათა
პროდუქტები: 600 გრ. მეორე დღის პური (მოშუშული ნაჭრები), შესაძლებელია პური ჩიბატას გამოყენება. 1 კგ. პომიდორი 1 ცალი მოზრდილი კიტრი 1 თავი წითელი ხახვი 200 გრ. შავი ზეთის ხილი 20 ცალი რეჰანის ფოთოლი 2 ცალი ღუმელში შემწვარი ბულგარული წიწაკა კაპერსები გემოვნებით.

სოუსი: 6-8 ს.კ. ზეითუნის ზეთი 2 ს.კ ძმარი 1 ს.კ. ბალზამიკოს ძმარი 2-3 კბილი ნიორი მარილი,შავი პილპილი შესაძლებელია 2-3 კოვზი პომიდვრის პიურეს დამატება.

მომზადება: პური სასურველია ხელით მოვატეხოთ (ასე მოტეხილი პური უფრო მეტ წვენს იწოვს,სასურველია სოფლის პურის გამოყენება), პატარა ზომებად და დავაწითლოთ ტაფაზე. ბულგარული წიწაკა შევწვათ ღუ,ელში, შეწითლებული კანი ხელით მოვაცილოთ და მოგრძო ნაჭრებად დავჭრათ. დავჭრათ დანარჩენი პროდუქტები.შეიძლება პამიდორს წინასწარ კანი გააცილოთ და ისე მოიხმაროთ სალათში. მოვამზადოთ სოუსი და მოვასხათ სალათს. გავაჩეროთ 30 წუთით და მივირთვათ.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 305

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ