ტუჩების კარგად შეღებვის ხერხები - 12 მაისში 2010 - fashion
მთავარი » ტუჩების კარგად შეღებვის ხერხები
7:53 PM
ტუჩების კარგად შეღებვის ხერხები
ტუჩების კარგად შეღებვის ხერხები
წითელი ფერის ტონალობის პომადები ისევ და ისევ სეზონის ერთ-ერთი მთავარი ტრენდია. უნდა გვახსოვდეს მხოლოდ რამდენიმე ოქროს წესი, წითელი პომადის წასმისას. პირველ რიგში, წითელი პომადა - დედოფალია თქვენს სახეზე. მეორე - ეს ყოველთვის ელეგანტურია და ბოლოს, არ არსებობს ულამაზო წითელი პომადა - არსებობს მხოლოდ არასწორად შერჩეული! თუ ფერკმრთალი, თეთრი ქათქათა სახე გაქვთ, მკვეთრი ტონალობის წითელი ფერი მოგიხდებათ. მუქი ფერის სახისათვის - ღვინისფერი ყავისფერი პიგმენტით, ალუბლისფერი ტონალობის წითელი ფერები




პირველ რიგში კარგად დაირბილეთ ტუჩები ბალზამით. პომადის წასმამდე ტუჩები ხელსახოცით მოიწმინდეთ, რომ ზედმეტი ბალზამი მოიშოროთ. შემდეგ დაიწყეთ პომადის წასმა ტუჩების ცენტრალური ნაწილიდან, აკურატულად წაისვით და არ გადახვიდეთ ტუჩებს. წასმის შემდეგ დაინესტიანეთ ტუჩები ხელსახოცით და თავიდან წაისვით. ასე პომადა არ ჩამოგესვრებათ და მთელი დღე გაგიჩერდებათ.

კატეგორია: მაკიაჟი | ნანახია: 1711

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ