წარსულს აწმყო არ დაანგრევინოთ! - 3 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » წარსულს აწმყო არ დაანგრევინოთ!
6:25 PM
წარსულს აწმყო არ დაანგრევინოთ!
წარსულს აწმყო არ დაანგრევინოთ!
წესი 1 – არანაირი «გახმოვანებული აზრები» ძველ ურთირთობებზე
ყოფილი სატრფოს ახლანდელთან საუაბრში მოხსენიება არასასურველია. თუ პარტნიორი პირველი არ არის, გოგონა - ნებით თუ უნებლიეთ - მას წინას ადარებს. საქმე ის კი არ არის, ვის სასარგებლოდ დასრულდება ეს შედარება, არამედ ისაა, ეყოფა თუ არა ქალს გონება, საყვარელ ადამიანს არ აგრძნობინოს ის პერმანენტული შედარებითი ანალიზი, რომელიც მის თავში მიმდინარეობს. ღიად იმის განცხადება, რომ ვინმე «ვანოს ესა თუ ის უკეთესი ჰქონდა» მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა ურთიერთობა უკვე გამძიმებთ და განშორების პროვოცირება აუცილებელია -ახლანდელის ძველთან საქვეყნოდ შედარება სკანდალისა და ჩხუბის ორგანიზების უტყუარი საშუალებაა. გარდა ამისა, ყოფილის მხოლოდ ხსენებაც კი, თუნდაც ნეგატიურ კონტექსტში მამაკაცს ეჭვის საბაბად ჰყოფნის. «ახსოვს – ე.ი. გულში ღრმად ჩარჩა, - ფიქრობს ის. – ე. ი. საბოლოოდ ჯერ არ განელებია სიყვარული, მე კი უბრალოდ იმისთვის ვარ, რომ დავავიწყო». და ასე უსასრულობამდე. ასე რომ, ნუ ჩათვლით, რომ განვითარებული წარმოსახვა მხოლოდ ქალს აქვს. ასე სულაც არ არის.


წესი 2 – ინფორმაცია, თუკი ის გახმოვანდა თქვენი კითხვის საპასუხოდ ან გულითადი საუბრის მსვლელობაში, უბრალო ცნობად უნდა მიიღოთ და მეტი არაფერი. ინტერესი, როგორ ცხოვრობდა თქვენი რჩეული თქვენთან შეხვედრამდე – სავსებით ბუნებრივი მოვლენაა. თუმცა უწყინარია მხოლოდ ერთი შეხედვით. კარგია, თუ გოგონას სიბრძნე და განსჯის უნარი ყოფნის პარტნიორის წარსულზე ინფორმაცია მხოლოდ ცნობად მიიღოს.

ცუდია, როცა ეს მონაცემები ყოველდღიური ფიქრის თემა ხდება: «მასზე ლაპარაკობს – ე.ი. უყვარს. ყოველდღე ურეკავენ ერთმანეთს – ე. ი. არ დავიწყებია. ქერათმიანია და 1.75 სმ., მე კი - წითური და მეტრი-ოცი ნახტომში. ის უფრო ლამაზია, უფრო დიდია, უფრო ახლოა, უფრო დიდხანს იყვნენ ერთად, ვაითუ...» ასე იფუჭებს ადამიანი განწყობას, ეშლება ნერვები და მამაკაცი, რომელსაც არც კი დასიზმრებია ეს ორომტრიალი, სკანდალის გმირი ხდება... მერე ეს სკანდალები იმავე წარსულის თემაზე მეორდება და კაცი ასკვნის, რომ გულწრფელობა დასჯადია, ასეთი დასკვნის შემდეგ წარსულიდან ყველაზე უმწიკვლო საქციელსაც კი მალავს.

ღმერთმა ნუ ქნას, რომელიმე ”აკრძალული” ფაქტი შემთხვევით გამჟღავნდეს. სკანდალების, ისტერიკის, გაფუჭებული ნერვების ახალი ტალღა აზვირთთება და გვირგვინად დაედგმება – შეწყვეტილი ურთიერთობა. ამ შემთხვევაში დადანაშაულება მხოლოდ საკუთარი თავის შეიძლება.



წესი 3: თუ გვიყვარს - შეუმოწმებლად ვენდობით. ნდობის საკითხი წყვილში ყველაზე მძაფრი იყო და არის კიდეც. ცდუნება - საქმეში ტელეფონი, ფოსტა და სხვა პირადი იარაღი აიღო - დიდია. მით უფრო, თუ ზუსტად იცი, რომ ყოფილ მეგობართან საქმიანი ან მეგობრული ურთირთობები აკავშირებს. ეჭვიანობა ყველაფერს თავისებურად გადაიაზრებს. ნებისმიერი ყველაზე უწყინარი SMS-ის ისეთი ინტერპრეტაცია შეუძლია, როგორც ღალატის საბუთის. ამიტომ: ა) ერთხელ და სამუდამოდ განუსაზღვრეთ თავს, გსურთ, თუ არა თქვენი სიმართლის ცოდნა? საკვანძო სიტყვა აქ "თქვენია”; ბ) ან კიდევ საკუთარ თავს მკვეთრად დაუდგინეთ: მე მიყვარს, მას ვუყვარვარ – შესაბამისად, ყველაფერი, რასაც ამბობს – სიმართლეა. ეს სიბრძნე ძნელი ასათვისებელია, მაგრამ არც თუ ცუდი დივიდენდები მოაქვს.

წესი 4: წარსული წარსულს დაუტოვეთ. არ ღირს მისი ყოფილი გოგონას გულწრფელი საუბრისთვის ძებნა. რჩეულის წარსულმა თქვენი ერთობლივი აწმყო რომ არ მოსპოს, მისი "ბექგრაუნდი" ძალიან იშვიათად, უკიდურესი საჭიროების შემთხვევაში გაიხსენეთ. ნუ წამოაწყებინებთ წარსულიდან ისეთ ფაქტებზე საუბარს, რომლებიც ტკივილს გაყენებენ. ნუ გამოსძალავთ სექსუალური ცხოვრების წვრილმანებს. რატომ უნდა გაინტერესებდეთ? მით უფრო არ ღირს იმ ყოფილის ძებნა, სასაუბროდ, მუქარისთვის და მთლად უარესი – სკანდალის მოსაწყობად. ამ ყველაფერს რომ გაიგებს, თქვენი რჩეული, გაღიზიანების გარდა, ვერაფერს იგრძნობს. თანაც: მასთან ყოფნა რომ ნდომოდა, საეჭვოა, რომ ახლა თქვენს გვერდით ყოფილიყო.



წესი 5: არასდროს მისცეთ წარსულზე ეჭვიანობას აწმყოს დანგრევის უფლება..
"დღემდე ვწერ შეტყობინებებს ჩემს პირველ სტუდენტურ სიყვარულს. ბოლოს მივაწერ ხოლმე: გკიცნი, გეხვევი, თხუნელა» (ზედმეტსახელია, არ გაიკვირვოთ). ჰოდა, იმის თქმა მინდოდა, რომ ეს მიწერ-მოწერა აბsოლუტურად არაფერს ნიშნავს იმის გარდა, რომ რამდენიმე არცთუ ცუდი წელიწადი გვაკავშირებს და ახლა ვმეგორობთ. მისი ბევრი ფოტო მაქვს, ხან საიდან გადმოვარდება, ხან – საიდან. იმაშიც დარწმუნებული ვარ, რომ მასაც აქვს ჩემი სურათები. მეც და მასაც სხვა ცხოვრება და სხვა სიყვარული გვაქვს, ერთ ქალაქში რომ ვცხოვრობდეთ, ეჭვიც არ მეპარება, ოჯახებით ვიმეგობრებდით და რაღა საჭიროა ეჭვიანობა?”

კატეგორია: რჩევები | ნანახია: 321

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ