წიწილი ყვავილოვანი კომბოსტოთი - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » წიწილი ყვავილოვანი კომბოსტოთი
2:25 PM
წიწილი ყვავილოვანი კომბოსტოთი
წიწილი ყვავილოვანი კომბოსტოთი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1 წიწილი, 1 ს/კ ერბო, 1 თავი ხახვი, 1/2 ჩაის ჭიქა ნაღები, 1 ჩაის კოვზი დანაყილი ორცხობილა, 1 თავი ყვავილოვანი კომბოსტო, 1 ძირი ოხრახუში, მარილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

გაწმენდილი, გარეცხილი წიწილი ასო–ასოდ დაჭერით, ჩადეთ ქვაბში, დაასხით ზედ იმდენი წყალი, რომ დაფაროს; როცა ადუღდება მოხადეთ ქაფი, მიუმატეთ ერბო, შუაზე დაჭრილი ხახვი, ოხრახუში, მარილი, ქვაბს სახურავი დაახურეთ და ადუღეთ.

როცა ქათამი მოიხარშება, ამოიღეთ, წვენი გაწურეთ, მიუმატეთ ნაღები, ჯაოზი (მუსკატი), დანაყილი ორცხობილა ერთმანეთში აურიეთ და ადუღეთ. ცალკე ქვაბში, მარილწყალში და ერბოში მოხარშეთ დარჩენილი და ნაწილ–ნაწილად დაყოფილი ყვავილოვანი კომბოსტო.

რაიმე ჭურჭელზე დააწყეთ მოხარშული წიწილი, გარშემო შემოუწყეთ ყვავილოვანი კომბოსტო და ზედ გადაასხით მომზადებული გაწურული წვენი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 316

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ