ცელულიტი - 31 მარტში 2010 - fashion
მთავარი » ცელულიტი
4:37 PM
ცელულიტი
ცელულიტი
ცელულიტი
ხშირია შემთხვევა, როდესაც ადამიანებს მოწონთ რაიმე ტანსაცმელი, მაგრამ ცელულიტის გამო ვერ ჩაუცვიათ, რაც ძალიან სამწუხაროა. ცელულიტი არის კანის დეფორმირებული, მოშვებული, არამკვრივი მდგომარეობა, რაც გამოწვეულია გარკვეულ ადგილებში ზედმეტი ცხიმის დაგროვების გამო. ეს პრობლემა უმეტესად მანდილოსნებში ჭარბობს. თუ რატომ და როდის ჩნდება ცელულიტი, ამის სრული დარწმუნებით თქმა შეუძლებელია, მაგრამ შესაძლებელია მისი თავიდან აცილება.

ყველა ადამიანს ცელულიტი სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ფორმით შეიძლება გაუჩნდეს. ცელულიტს იწვევს ნივთიერებათა ცვლის დარღვევა. ამის ძირითადი მიზეზი კი არის ნაკლებად აქტიური ცხოვრების წესი და არასწორი კვება.

ცელულიტი მამაკაცებში იშვიათი შემთხვევაა, რადგან ქალებისგან განსხვავებით მათ ცხიმის უჯრედები განთავსებული აქვთ უფრო ღრმად კან ქვეშ და ზედაპირს იშვიათად აღწევენ.

ცელულიტის გამომწვევი მიზეზი შეიძლება იყოს:

გენეტიკა, შთამომავლობით გადმოცემა – ამ შემთხვევაში ცელულიტთან ბრძოლა შესაძლებელია და დამოკიდებულია თვითონ ადამიანზე. წყლის არასაკმარისი რაოდენობით მიღება – წყალი ეხმარება ორგანიზმს მავნე ნივთიერებების და ტოქსინების გამოდევნაში. დღეში სასურველია არანაკლებ 7 ჭიქა წყლის მიღება. არასწორი კვება – როგორც აღვნიშნეთ ერთ–ერთი მთავარი მიზეზი ცელულიტის გაჩენისა არის არასწორი კვება: ბევრი ალკოჰოლის მიღება, გადაჭარბებული ყავის სმა, დიდი რაოდენობის მწარე საკვები. არასწორი და ზედმეტად მკაცრი დიეტები ორგანიზმს იძულებულს ხდის, ნივთიერებათა უკმარისობის გამო მოახდინოს კომპენსაცია და აქტიურად უწყობს ხელს ცელულიტის წარმოშობას. მოწევა – მოწევა ვნებს არამარტო ფილტვებს და კანს, არამედ უარყოფითად მოქმედებს კაპილარებზეც. ასუსტებს კანის დაცვით და აღმდგენ ფუნქციებს. იგი ასუსტებს შემაერთებელ ქსოვილს და ამის გამო იწვევს ცელულიტს. ზოგიერთი წამლის გამოყენება – როგორებიცაა წამლები წონის დასაკლებად. ფიზიკური უმოქმედობა – ფიტნესი პირიქით ამცირებს ცელულიტის წარმოქმნის შანსს. აძლიერებს ორგანიზმს და კუნთები მოყავს ტონუსში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამით საერთო ჯამში ორგანიზმის მდგომარეობას. ცელულიტი გვხვდება სხვადასხვა სახის:

მაგარი – უჩნდებათ ქალებს, რომლებიც ზედმეტად ტვირთავენ ფეხებს. უწევთ ხშირი მოძრაობა ან მოღვაწეობენ სპორტში. ( პროფესიონალი სპორცმენები ან მოცეკვავეები ) ამ სახის ცელულიტი არაა საშიში, გადის მალე და შესამჩნევიც არაა. რბილი – ამ სახის ცელულიტი ძალიან შესამჩნევია, მოიცავს სხეულის უფრო მეტ ფართობს, კანს აქვს დამახასიათებელი ტალღისებური ფორმა, რაც ადვილად აღმოსაჩენია. იმისათვის, რომ დავადგინოთ რა სახის ცელულიტი გვაქვს, ან გვაქვს თუ არა საერთოდ, უნდა დავაკვირდეთ კანს, რომელსაც ცელულიტის შემთხვევაში ექნება მოშვებული და ტალღისებული ფორმა. კანი ამ ადგილებში უფრო მგრძნობიარეა და გამოირჩევა სიფერმკრთალით. იმისათვის, რომ თავიდან მოვიშოროთ ცელულიტი მოგვიწევს ბევრი შრომა.

ცელულიტის მოსაშორებლად მიმართავენ:

ცელულიტის საწინააღმდეგო კრემი – მწარმოებლების თქმით ეს კრემები აცილებენ ცელულიტს და უშლიან ხელს მის განვითარებას, ზრდიან კანის ელასტიურობას, აღადგენენ და არბილებენ მას. ასეთი კრემები განსაკუთრებით ეფექტურია თუ პარალელურად დაიცავთ დიეტას და დაკავდებით ფიტნესით. ცუდი ის გახლავთ, რომ კრემის ხმარების შეწყვეტის შემთხვევაში კანი უბრუნდება ძველებურ მდგომარეობას. ენდერმოლოგია – მასაჟი რომელიც კეთდება ცელულიტურ ზონებში. აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას. ხელს უწყობს დაგროვილი ტოქსინების გამოდევნას. პროცედურის დროს აცმევენ სპეციალურ კოსტიუმს, რომელიც მჭიდროდ დაკავშირებულია კანთან. პროცედურა გრძელდება 35–45 წუთი და სრულდება კვირაში ორჯერ. შედეგი უკვე ჩანს რამოდენიმე პროცედურის შემდეგ. გამწმენდი დიეტა – დიეტის რაციონი უნდა შეიცავდეს რაც შეიძლება მეტ ბოსტნეულს, ხილს და მარცვლეულს. უნდა გამოირიცხოს ყავა და ტკბილი სასმელები. მოწევა და ალკოჰოლი ჯობია საერთოდ დაივიწყოთ. შევამციროთ ცხიმის მიღება, რადგან ცხიმი ერთ–ერთი რთულად გამოსადევნი ნივთიერებაა. წყალი უნდა მივიღოთ მინიმუმ 7 ჭიქა დღეში. სპორტით დაკავება – ფიტნესი და სპორტი, როგორც აღვნიშნეთ, აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას და ამაგრებს კუნთებს. მასაჟი – ერთ–ერთი მთავარი მეთოდი ცელულიტთან საბრძოლველად, ეხმარება ორგანიზმს დაიბრუნოს ბუნებრივი თვისებები, აუმჯობესებს კუნთების და სისხლსძარღვების სისტემას. გამოდევნის ცხიმს იმ ადგილებიდან, რომლებიც ხშირად მიუწვდომელია ფიტნესის დროს. სწორი სუნთქვა – ეხმარება კუნთებს განტვირთვაში, აუმჯობესებს ორგანიზმის მთლიან მდგომარეობას, ამცირებს დაძაბულობას და ავსებს ორგანიზმს ჟანგბადით. ტელასოთერაპია – სპა–პროცედურა, სადაც გამოიყენება ზღვის მცენარეები. უზრუნველყოფს ტოქსინების გამოდევნას. კვებავს და ანაზებს კანს.
კატეგორია: რჩევები | ნანახია: 1059

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ