ცხვრის ხორცის “ბეიუკ” ხინკალი - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ცხვრის ხორცის “ბეიუკ” ხინკალი
2:33 PM
ცხვრის ხორცის “ბეიუკ” ხინკალი
ცხვრის ხორცის “ბეიუკ” ხინკალი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

1  კგ. ცხვრის ხორცი, 300 გრ. ერბო, 100 გრ. ხახვი, 1 ც. კვერცხი, პურის ფქვილი, საჭიროებისამებრ, 500 გრ. მაწონი, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

ცხვრის ხორცის რბილი ნაჭერი თავისი ქონით და ხახვით ორჯერ გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში. შეაზავეთ მარილით, პილპილით, კარგად აურიეთ, ჩაყარეთ ერბოიან ტაფაში და მოშუშეთ.

პურის ფქვილი დაყარეთ ფიცარზე, შუაში ჩააღმავეთ, ჩადეთ კვერცხი, მარილი, დაასხით წყალი და მოზილეთ მაგარი ცომი. ცომი ფიცარზე გაათხელეთ 0,2 სმ. სისქით, დაჭერით 2 სანტიმეტრის სიგანის გრძელ ზოლებად და გამოჭერით სამკუთხედები.

ეს ცომი მოხარშეთ მარილწყალში, ამოიღეთ ქაფქირით და საწურზე დააწყეთ. ქვაბში ჩაასხით ერბო, გააცხელეთ ჩააწყეთ შიგ მოხარშული ცომი ერთ ფენად, ზემოდან დააყარეთ დაკეფილი ხორცი. ასე მოიქეცით მანამდე, სანამ მასალა გეყოფათ, მერე დაასხით ზედ ერბო და ძმარი, ქვაბს დაახურეთ თავსახური და მოშუშეთ. როცა მაგიდაზე მიიტანთ, თან მიაყოლეთ მაწონი.

კატეგორია: კულინარია | ნანახია: 370

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ