თვის ჰოროსკოპი - 8 თებერვალში 2010 - fashion
მთავარი » თვის ჰოროსკოპი
3:13 PM
თვის ჰოროსკოპი
თვის ჰოროსკოპი
ვერძი თებერვალი, 2010

თვის განმავლობაში წარმატება გელოდებათ შემოქმედებით საქმიანობაში. არჩეული მიმართულებით დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევთ. კარგი თვეა სულიერი განვითარებისთვის. წარმატება თან გდევთ პირად ცხოვრებაში, თუმცა ნაკლებად თანმიმდევრული იქნებით. წარმატების მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება სერიოზულ ურთიერთობაზე მიმართვა. არსებულ რომანტიკულ კავშირებში გრძნობა გაძლიერდება, მოიმატებს მიჯაჭვულობა. ურთიერთობა ხარისხობრივად ახალ ეტაპზე გადავა. ხანგრძლივ კავშირებში მოერიდეთ არათანმიმდევრულ საქციელს, თუმცა ღირს ურთიერთობაში რომანტიკის და მრავალფეროვნების შეტანა ხელსაყრელი დღეები 7, 8, 17, 18, 19, 26, 27 არახელსაყრელი დღეები :3, 4, 10, 11, 24, 25


****

კურო თებერვალი, 2010 
პლანეტათა განლაგება ახალ ცოდნას ან გამოცდილებას გპირდებათ, რომელიც შეცვლის თქვენ სამომავლო გეგმას ან მოგიტანთ ახალ იდეებს და გეგმებს. ამ პერიოდის განმავლობაში თქვენ ცხოვრებაში გაჩნდება ახალი ადამიანები, რომელთა უმრავლესობა თქვენი მეგობრები ან მოკავშირეები გახდებიან. თქვენი ნაცნობების წრე გაიზრდება, მათ შორის იქნებიან ადამიანები სხვა ქალაქიდან ან ქვეყნიდან. წარმატებულად მოაგვარებთ ყოფით საკითხებს. კარგი დროა სარემონტო სამუშაოებისთვის, ყოფის კეთილმოწყობისთვის, მასშტაბური დალაგების ჩატარებისთვის. ხელსაყრელი დღეები : 1, 2, 10, 11, 20, 21, 28 არახელსაყრელი დღეები : 5, 6, 12, 13, 26, 27


****

ტყუპები თებერვალი, 2010 
თებერვალში გელოდებათ სერიოზული ცვლილება ცხოვრებაში, თუ ამისკენ სერიოზულად მიისწრაფვით. ამ პერიოდის განმავლობაში გარკვეულად უკმაყოფილო იქნებით არსებული მდგომარეობით და მის შეცვლას მოისურვებთ, საკმარისი შეუპოვრობის შემთხვევაში და ინტენსიური შრომით მიაღწევთ სასურველს. თებერვალში გელოდებათ ბევრი სასიამოვნო ურთიერთობა. გაგიჩნდებათ ფლირტის შესაძლებლობა, რომანტიკული პაემანი გახშირდება, დაიწყებთ ახალ ურთიერთობას, შესაძლოა ეს სიმბოლურადაც უნდა გააკეთოთ, შეყვარებულების დღისთვის ხელსაყრელი დღეები : 3, 4, 12, 13, 14, 22, 23 არახელსაყრელი დღეები : 1, 2, 8, 9, 15, 16, 28


****


კირჩხიბი თებერვალი, 2010
ხელსაყრელი თვეა მოგზაურობისთვის. მრავალფეროვანი მოგზაურობის მეშვეობით გააფართოვებთ თვალსაწიერს, თუ მოგზაურობაში მეუღლესთან ერთად წახვალთ პირად ურთიერთობასაც გააუმჯობესებთ. ნაკლებად ხელსაყრელი პერიოდია სწავლის, ახალი ცხოვრებისეული გამოცდილების მიღებისთვის, მათ შორის სასიყვარულო. თქვენი შემოსავალი თვის განმავლობაში ნაკლებად გაიზრდება, მაგრამ გულმოდგინე შრომის დახმარებით შრომის მატერიალურ უკუგებას მიიღებთ. შემოსავალი და მატერიალური მდგომარეობა გაუმჯობესდება თანდათანობით. ხელსაყრელი დღეები : 5, 6, 15, 16, 24, 25 არახელსაყრელი დღეები: 3, 4, 10, 11, 17, 18


***

ლომი თებერვალი, 2010 
პლანეტათა განლაგება თებერვალში მოგიტანთ ცვლილებას საქმეში. უფრო მომგებიან შეთავაზებას მიიღებთ. მათ მიღებამდე, კარგად დაფიქრდით, ამისთვის საკმარისი დრო გექნებათ. ინტიმური ცხოვრება გარდაიქმნება. თუმცა რეკომენდებულია აქცენტის გაკეთება არა კავშირების რაოდენობაზე, არამედ მათ ხარისხზე. ამ პერიოდში ხელსაყრელია სპორტით დაკავება. გაგიჩნდებათ უფრო აქტიური და მოძრავი ცხოვრების სურვილი, ამიტომ მოგზაურობა თქვენი ცხოვრების ხშირი მოვლენა გახდება. თავად ცხოვრებისეული პოზიციაც უფრო აქტიურს გაგხდით. ხელსაყრელი დღეები: 7, 8, 17, 18, 19, 26, 27 არახელსაყრელი დღეები; 5, 6, 12, 13, 20, 21

****


ქალწული თებერვალი, 2010
ეს თვე წარმატებას მოგიტანთ სიყვარულში და ბევრ რომანტიკულ მომენტებს. არსებულ ურთიერთობას დაამატეთ დინამიკა და ემოცია, რითაც დაინახავთ ახალ პერსპექტივას, განაახლებთ გრძნობებს. ამ თვეში დაგიბრუნდებათ ურთიერთობის საწყისი ეტაპისთვის დამახასიათებელი ვნება. მას გამოცდით ხელახლა უკვე გამოცდილ პარტნიორთან. თებერვალში მოსალოდნელია ახალი ნაცნობობა. გაიზრდება თაყვანისმცემელთა რიცხვი, თანაც შეუპოვრების. დადებითი მომენტი იქნება ის, რომ შეძლებთ ღირსეული ადამიანის არჩევას და მასთან სერიოზული ურთიერთობის დაწყებას. ხელსაყრელი დღეები :1, 2, 10, 11, 20,21, 28 არახელსაყრელი დღეები: 7, 8, 15, 16, 22, 23


***


სასწორი თებერვალი, 2010 
ტიპიურ თევზებს თებერვალში ბევრი საქმე ელოდებათ, რაც ტვირთად დააწვებათ. საქმის შესრულებისას მიიღებთ პროფესიულ გამოცდილებას, რის გამოც უფრო თავდაჯერებული იქნებით შრომის ბაზარზე. ხელსაყრელი თვეა ბინის გარემონტებისთვის. საცხოვრებელს უფრო კომფორტულს გახდით, ამასთან რემონტს მუშების დახმარების გარეშე განახორციელებთ. მეგობრებთან ურთიერთობა უფრო დინამიური გახდება. მეგობრულ კავშირებში გაჩნდება მეტოქეობის ელემენტი, რომელიც დაგეხმარებათ უფრო მიზანმიმართულ მუშაობაში საკუთარ თავზე, რითაც თანამოაზრეების დონეს მიაღწევთ ხელსაყრელი დღეები: 3, 4, 12, 13, 14, 22, 23 არახელსაყრელი დღეები: 10, 11, 17, 18, 24, 25

****


ღრიანკალი თებერვალი, 2010
პლანეტათა განლაგება თებერვალში ხელს შეუწყობს ბევრ ფლირტს ან სასიამოვნო ურთიერთობას. გაიცნობთ სიმპატიურ ადამიანებს. თქვენი ნაცნობობა შესაძლოა გადაიზარდოს სერიოზულ ურთიერთობაში. შესანიშნავი თვეა ნებისმიერი ინტელექტუალური საქმიანობისთვის. წარმატებით მიიღებთ მონაწილეობას სხვადასხვა ვიქტორინებში და კონკურსში. საკუთარი შემოქმედებითი ენერგია მიმართეთ ბავშვების აღზრდისკენ. პედაგოგიური ჩვევები დახვეწეთ ბავშვთან თამაშში ან დიალოგში. საკუთარ მიზნებში მეტად შეუპოვარი იყავით, თუმცა გამოიჩინეთ თანმიმდევრულობა, ამგვარად ენერგიას უშედეგოდ არ დახარჯავთ. ხელსაყრელი დღეები : 5, 6, 15, 16, 24, 25 არახელსაყრელი დღეები: 12, 13, 20, 21, 26, 27.


****


მშვილდოსანი თებერვალი, 2010
თებერვალში წარმატებით გადაიჭრება უძრავი ქონების გაყიდვას ან შეძენასთან დაკავშირებული საკითხები. მსგავსი გარიგება მეტად მომგებიანი და წარმატებული იქნება. თუ აპირებთ ბინის, გარაჟის ან სახლის შეძენას ან გაყიდვას აირჩიეთ 3-დან 15 თებერვლის პერიოდი. თქვენი ურთიერთობა მეგობრებთან დატვირთული, უფრო სერიოზული იქნება. უფრო ხშირად განიხილავთ მსოფლმხედველობის, ფილოსოფიის საკითხებს, რაც აისახება თქვენ შეხედულებაზე. თებერვალი ხელსაყრელია სწავლის და ახალი ცოდნის მისაღებად, თავად სწავლების პროცესი უფრო ეფექტური იქნება ჯგუფში, ამიტომ სხვადასხვა კურსის გავლა მეტად სასარგებლო იქნება. მეცადინეობის დროს შეიძენთ ახალ მეგობრებს და თანამოაზრეებს. ხელსაყრელი დღეები : 7, 8, 17, 18, 19, 26, 27 არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 15, 16, 22, 23, 28


****


თხის რქა თებერვალი, 2010
პლანეტათა განლაგება ხელს შეუწყობს ურთიერთობაში მეტ თავდაჯერებულობას. უფრო უხვსიტყვიანი და დამაჯერებელი იქნებით, ადამიანები სიამოვნებით მოუსმენენ თქვენ აზრს, მას საიმედოდ, ზოგჯერ ინფორმაციის ავტორიტეტულ წყაროდ ჩათვლიან. ამიტომ უნდა გაამართლოთ ნდობა. თებერვალი ხელსაყრელია ასევე თამამი და გადამწყვეტი მოქმედებისთვის, რომელიც ხელს შეუწყობს დასახული მიზნის მიღწევას. ზოგიერთ სიტუაციაში უმჯობესია რისკზე წასვლა, მაგრამ კარგად დაფიქრებულზე. მნიშვნელოვანია თანმიმდევრულობა ქცევაში, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი მოქმედება უხერხულად გამოჩნდება, და მათგან ეფექტიც ნაკლები იქნება ხელსაყრელი დღეები: 1, 2, 10, 11, 20, 21, 28 არახელსაყრელი დღეები:3, 4, 17, 18, 24, 25


****


მერწყული თებერვალი, 2010
თვის განმავლობაში გადაჭრით ფინანსური და მატერიალური საკითხების უმრავლესობას. აქტიურად გამოიყენეთ ინტუიცია და წარსული გამოცდილება გადაწყვეტილების მიღებისას. ბევრი არ ისაუბროთ საკუთარ ფინანსურ საქმეებზე და მატერიალურ მდგომარეობაზე, რაც ნაკლებ ადამიანს ეცოდინება თქვენ შესახებ, მით უფრო ხელსაყრელად წარიმართება თქვენი საქმეები ამ სფეროში. შეძლებთ ახალი პერსპექტივების დანახვას, კავშირების გამყარებას. თუმცა ბევრ რამეში საკუთარი პარტნიორის იმედი იქონიეთ, რადგან დამოუკიდებლად, მინიშნების გარეშე აქტიურობად არასათანადოდ გამოიჩენთ ხელსაყრელი დღეები: 3, 4, 12, 13, 14, 22, 23 არახელსაყრელი დღეები: 5, 6, 20, 21, 26, 27


***


თევზები თებერვალი, 2010
თებერვალში ტიპიური თევზები ოპტიმისტური და თავდაჯერებული იქნებიან საკუთარ ძალებში. იქნებით ენერგიით, ახალი გეგმებით და იდეებით სავსე, აუცილებლად განახორციელებთ ჩაფიქრებულს. წამოწყებებში იქონიეთ თქვენი მეგობრების და თანამოაზრეების დახმარების იმედი. პლანეტათა განლაგება ხელს უწყობს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარებას, წარმატებულად ჩაივლის მკურნალობის ინტენსიური კურსი ან პროფილაქტიკა. კარგად წარიმართება ინტენსიური მუშაობა. თუ საქმეში გამოიჩენთ თანმიმდევრულობას, გადაჭრით რთულ ამოცანებს და მიაღწევთ შრომის დიდ გამოსავლიანობას ხელსაყრელი დღეეები: 5, 6, 15, 16, 24, 25 არახელსაყრელი დღეები: 1, 2, 8, 9, 22, 23, 28


კატეგორია: ჰოროსკოპი | ნანახია: 2562

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ