ვარცხნილობა და სახის ფორმა - 16 იანვარს 2010 - fashion
მთავარი » ვარცხნილობა და სახის ფორმა
12:32 PM
ვარცხნილობა და სახის ფორმა
ვარცხნილობა და სახის ფორმა
არცხნილობის შერჩევისას, მეგობრის რჩევასა და მოდის ტენდენციებზე მეტად საკუთარი სახის ფორმას უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ვარცხნილობებს სტილისტები სპეციალური პარამეტრების მიხედვით არჩევენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება თმის ხარისხის, სახის ფორმისა და ნაკვთების გათვალისწინებას. თუ სქელი და დრეკადი თმა გაქვთ, ყველა ვარცხნილობა არ მოგიხდებათ.

თხელი თმის შემთხვევაში, განსაკუთრებით მაშინ, თუ გცვივათ, საჭიროა მოცულობის მოსამატებელი ვარცხნილობის შერჩევა. თმის მოცულობას ვიზუალურად ზრდის ბოლოების ფელირება. თუ დაუმორჩილებელი თმა გაქვთ, ატარეთ გრძელი ვარცხნილობა.

განსაკუთრებული ყურადღებაა საჭირო ვარცხნილობის სახის ფორმასთან შეხამებისას. სწორად შერჩეული ვარცხნილობა თქვენს გარეგნობას ჰარმონიულობას შესძენს, რაც ძალზე მნიშვნელოვანია თითოეული ქალისთვის.

ვარცხნილობები სახის სხვადასხვა მოყვანილობისთვის

იდეალურად ითვლება სახის ოვალური ფორმა. ქალებს, რომლებსაც ოვალური სახე აქვთ, შეუძლიათ, ნებისმიერი ვარცხნილობა ატარონ. ხოლო სახის სხვა ფორმები ცდილობენ, ვარცხნილობის დახმარებით დაემსგავსონ ოვალურს.

მრგვალ სახეს უხდება მოდური ვარცხნილობები, რომელთა კონტური ყურებიდან ზემოთ ფართოვდება. მისი მიზანია სახის `დაგრძელება~. თმა ისე უნდა ავიწიოთ კეფაზე, რომ გვერდებზე რაც შეიძლება ცოტა თმა დარჩეს. თუმცა, უკეთესია, ასიმეტრიული სილუეტის შექმნა: ირიბი ჩოლკა, გვერდზე ირიბად გაყოფილი თმა. ნუ გადაივარცხნით თმას სწორად. ასეთი ვარცხნილობა არ მოგიხდებათ.

კვადრატული ტიპის სახეს მოუხდება ასიმეტრიული ვარცხნილობები (მათი პრობლემები მრგვალი სახის პრობლემების მსგავსია). ვარცხნილობით ზემოთ უნდა "ავწიოთ" ნიკაპის ხაზი. თქვენ მოგიხდებათ ირიბად გაყოფილი, ყურებზე ნახევრად გადაწეული, ტალღოვანი თმა. ნუ გაიკეთებთ ხშირსა და გრძელ "ჩოლკას", უარი თქვით სიმეტრიულ ვარცხნილობებსა და თმის უკან გადავარცხნაზე.

სამკუთხედი სახისათვის ისეთი ვარცხნილობა უნდა აირჩიოთ, რომ მისი ყველაზე ფართო ნაწილი ყურის შუა ნაწილის ან ყურის ბიბილოების გასწვრივ მდებარეობდეს. შეეცადეთ, დამალოთ განიერი ყვრიმალები, ნუ შეიჭრით მოკლე ჩოლკას და ნუ გადაიწევთ თმებს გვერდებიდან. მოგიხდებათ გრძელი, სწორი ან ირიბი "ჩოლკა", კეფაზე დახვეული თმით.

მართკუთხა, გრძელი სახისათვის შეარჩიეთ ისეთი ვარცხნილობა, რომელიც ყურებს ფარავს და სახე თმის კულულები ჩამოიყარეთ. შეგიძლიათ, შეიჭრათ ხშირი, წარბებამდე დაშვებული ჩოლკა. ამგვარად, თქვენ ვიზუალურად "დაამოკლებთ" სახეს. უარი თქვით ამჟამად მოდურ გადაწეულ თმაზე და მოერიდეთ ვერტიკალური ხაზების მქონე ვარცხნილობებს.

სხვა რეკომენდაციები

ცხვირი. ვარცხნილობის შერჩევისას აუცილებელია სახის ნაკვთების თავისებურების გათვალისწინება. სტილისტები განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევენ ცხვირს. თუ დიდი ცხვირი გაქვთ, შეარჩიეთ ფუმფულა ვარცხნილობა, გრძელი, ფუმფულა ჩოლკით. ნუ დაივარცხნით თმებს სწორად. თუ აბზეკილი ცხვირი გაქვთ, აიწიეთ თმა ზემოთ. პატარა ცხვირის შემთხვევაში, გაიკეთეთ პატარა კულულები, ჩოლკის გარეშე. განიერი ცხვირის შემთხვევაში, გადაიწიეთ თმა შუბლიდან ზემოთ.

თვალები. შორი-შორ ჩასმული თვალებისათვის, აიწიეთ თმა ზევით და ტალღისებურად დაიყენეთ ისე, რომ თმის ნაწილი შუბლზე ჩოლკასავით იყოს ჩამოშვებული;

ერთმანეთთან ახლოს ჩასმული თვალებისათვის, თმა აიწიეთ ზევით, საფეთქლებთან გაიფუეთ და გვერდებზე, ლოყების გასწვრივ, ჩამოუშვით.

კისერი. გრძელი კისერი თმებით დაიფარეთ, ხოლო მოკლე _ პირიქით, გამოაჩინეთ. თუ მოკლედ შეჭრილი თმა გაქვთ, უკან სამკუთხედისებრი დაბოლოება გაიკეთეთ.

ყურები. დიდი ყურების შემთხვევაში, ჩამოუშვით თმები მათ შუა ნაწილამდე.

სიმაღლე. თუ დაბალი ხართ, ნუ გაიფუებთ თმას. ხოლო თუ მაღალი ხართ - პირიქით, ფუმფულა ვარცხნილობა მოგიხდებათ.

* * *

ამგვარად, ვარცხნილობის სწორად შერჩევა დიდ როლს ასრულებს სახის ფორმის კორექტირებაში, მისი მიმზიდველი ნაკვთების წარმოჩენასა და თმის ხარისხის გაუმჯობესებაში და ყოველთვის სიხარულს მოგანიჭებთ.

კატეგორია: ვარცხნილობა | ნანახია: 2430

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ