ზრაზი - 7 აპრილში 2010 - fashion
მთავარი » ზრაზი
2:30 PM
ზრაზი
ზრაზი

მოსამზადებლად დაგჭირდებათ:

500 გრ. საქონლის ხორცი, 2 ცალი კვერცხი, 30 გრ. სოკო, 2 თავი ხახვი, 2 ს/კ დანაყილი ორცხობილა, მარილი და პილპილი გემოვნებით.

მომზადების წესი:

საქონლის ხორცი დაჭერით და გაატარეთ ხორცის საკეპ მანქანაში, მიუმატეთ უმი კვერცხი, მარილი, პილპილი. გააბრტყელეთ ხორცის ფიცარზე თხლად.

მოხარშეთ სოკო, წვრილად დაკეპედ,     მიუმატეთ  1 თავი დაჭრილი მოხრაკული ხახვი, 2 კოვზი დანაყილი ორცხობილა. უყავით მარილი და პილპილი, აურიეთ კარგად ერთმანეთში და დადეთ გაბრტყელებულ ხორცზე, შემოუკეცეთ თავები, შეამრგვალეთ, ჩადეთ ერბოიან ტაფაში, დაახურეთ სახურავი და ნელ ცეცხლზე შეწვით.

მოხარშეთ სოკო, წვრილად დაკეპედ,

მაგიდაზე მიტანის წინ დაჭერით ნაჭრებად, დაასხით თავისივე წვენი, თუ წვენი აღარ ჰქონდეს, დაასხით ბულიონი.


კატეგორია: კულინარია | ნანახია: 357

ბლოგის ნიუსები

ÂÂÅÐÕ